logo_geo
“ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს ! - წერდა იმდროინდელი პრესა
- +

20 დეკემბერი. 2017. 11:48



ელენე დარიალს დღემდე  პაოლო იაშვილის ფანტაზიად თვლიან, ზოგი კი მას რეალურ პიროვნებად აღიქვამს, რომელიც საზოგადოებას გაექცა და გვარიც ამ მიზნით შენიღბა.

საგულისხმოა, რომ პაოლო იაშვილს მართლაც ჰყავდა მეგობარი ელენე ბაქრაძე, რომელიც ლექსებსა და ეპისტოლეებს წერდა.

„დარიანული ლექსები მე მეკუთვნოდა. სახელსა და გვარს კი იმიტომ ვნიღბავდი, რომ არ მინდოდა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამომეწვია" - იკითხება ელენე ბაქრაძის პირად არქივში.

მისსავე არქივში მოძიებული მასალებით დასტურდება, რომ ელენეს ფარული მიმოწერა ჰქონდა პაოლოსთან.

"ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს. სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება და სინაზე." წერდა იმდროინდელი პრესა, პარალელურად კი ელენე დარიალი განაგრძობდა წერას უბრალოდ და დაბნეულად....


ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად




ამაღამ მგონი იქნება ქარი...
ვაი, დედოფალ ტყემლების ბრალი.
დაღონებული წავიდა ქმარი
და დაბრუნდება დილაზე მთვრალი.

დიდი ხანია ამ ბუხრის ალში
ტკივილით იწვის ჩემი ოცნება...
ქმარმა გასცვალა მომღერალ ქალში
ჩემი ცოდვილი პატიოსნება.

ალბათ მოჰყვება მას სავარცხელი
უფრო უბედურ ჩემი მეტოქის...
მეტყვის ბრძანებით: - მომეცი წყალი
ჩემი ფერადი სპარსული დოქის.

ცოლი ვარ მისთვის მე სასახელო
(მე ის მკოცნიდა სხივიან დღეში).
ღვინით გასვრილი მისი საყელო
გადავარდება მყუდრო კუთხეში.

ქმრის სითამამე ჩემი ბრალია,
არ ვწუხვარ ბევრჯერ რომ მოვეხათრე...
რადგან ძვირფასი მეტად მთვრალია...
დაეძინება მას ჩემზე ადრე. 



პაოლო იაშვილი   











 

big_banner
არქივი