logo_geo
აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო !
- +

9 იანვარი. 2018. 12:49

 

ანდუყაფარო


ანდუყაფარო,

ლიპარიტო, -

დარნო მთათანო,

ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,

ბიჭო სესეო,

თოთიკაანთ ქალო მელანო,

ვაჟას არწივო,

შოთას ვეფხვო,

ტატოს მერანო;


ბზიფო,

ენგურო,

ალაზანო,

მტკვარო,

იორო,

აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო;

ქინძმარაულო,

ტიბაანო, -

ღვინოვ კახურო;

გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,

დიდო კოლხეთო,

დიდო ქართლო,

დიდო შამქორო, -

ვერ დამადუმონ,

ვერ დამძალონ -

თუნდა ჩამქოლონ......

ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს -

ფრთები მასხია

თქვენგნით...

მხოლოდ თქვენგნით

რამეთუ.

 

/მუხრან მაჭავარიანი /


 

big_banner
არქივი