logo_geo
9 იანვარი - სიმონ ჩიქოვანის დაბადების დღე
- +

9 იანვარი. 2018. 16:08


ბარათი მთიდან

სვანეთში მივდივარ, მთებში და
მიყვარხარ,
ვინ იცის რარიგად,
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლებიმოვწმინდე.
მთის ფერდზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია,
მომწყინდა ბილიკზე წანწალი, 
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე,
მიყვარხარ,
ვინ იცის, რარიგად.
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მოვდივარ,გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.


/სიმონ ჩიქოვანი/

 


 

big_banner
არქივი