logo_geo
19 თებერვალი - კობა არაბულის დაბადება
- +

19 თებერვალი. 2018. 15:48



1945  წლის 19 თებერვალს დუშეთის რაიონის სოფელ დათვისში დაიბადა მწერალი, პუბლიცისტი, ფილოლოგი კობა არაბული.



ხედვა

შენ ჩასახული არ იყავი დედის მუცელში -
როცა მე კოშკებს ვაშენებდი
და ქვებს ვაწყობდი!
მე შენ გიცნობდი
და ჩემ თვალწინ იდგა უცვლელი:
გარდასულიდან შემოსული - 
დრო აქ ნამყოფი...

შენ ჯერ შობილი არ იყავი,
მზეზე მოსული: -
როცა მე ბეჭში
მისტერიის ღამეს ვლანდავდი ...
ქადას მიჭრიდა
სასთუმალთან მჯდარი ქადაგი:
ეს ქალდეველი მისტიკოსი - 
ჩემი მისანი...

უპროპორციოდ ჩანდა დროში ჩემი ნახატი,
ზიკურატები გადახსნილი
მრუდე კოსმოსში...
ჩარჩენილიყო ცრემლიანი ჩემი ნათიბი - 
მზე, მოაჯირზე ჩაფენილი
ქალის ქათიბში...
.....
ჟღერდა პლანეტა, როგორც დედო ზარი სამების - 
მაჟრიალებდა ხმა ვარსკვლავთა ყელსაბამების...



/კობა არაბული/




 

big_banner
არქივი