logo_geo
შოთა ნიშნიანიძე - მე, შენ და ბავშვი...
- +

23 თებერვალი. 2018. 18:05



***

ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან,

ერთი ოთახის ამარა დავრჩით.

ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,

სამი ფანჯარა:

მე,

შენ და ბავშვი.

მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად

და ოცნებებად დავიხარჯებით,

ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,

მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,

პატიოსნება ურდულად ადევს

და ჩვენ სუფრაზე თუ გვიმღერია,

მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან,

ერთი ოთახის ამარა დავრჩით.

ჩვენს სახლს ძვირფასო სამი კარი აქვს,

სამი ფანჯარა:

მე,

შენ და ბავშვი.


/შოთა ნიშნიანიძე/

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი