logo_geo
დავით მაღრაძის ახალი ლექსი - „ექსპრომტი“
- +

16 ოქტომბერი. 2018. 18:58

 

- ჯვარს აცვი! - ისმის ყოველი მხრიდან,

ძველ უკუნს ცვლიან ახალ უკუნით,

მე გადავუბამ წარბს წარბზე ფრიდას,

...21-ე დგას საუკუნე.

 

ფარულ ჩანაწერს, -

მამულის დვრიტას

სულმოუთქმელად ქალაქი ელის,

- ჯვარს აცვი! - ისმის ყოველი მხრიდან,

განსხვავებული ინტერნეტ ქსელით.

 

ვერგალექსილი აგდია ფრაზა,

როგორც სიმბოლო ახალ ეპოქის

და აიფარებს მოდერნულ ფასადს

შურიანობა ძველი მეტოქის.

 

პროგრესისტების წკრიალებს ლოცვა,

როგორც ნაწვიმარ სილაზე შარდი

და მარგინალი ბიჭი დგას მორცხვად,

უცდის გოგოს

და უჭირავს ვარდი.

 

 

 

big_banner
არქივი