logo_geo
„...გამტყორცა სოფელმან“ - ბესარიონ გაბაშვილის ლექსის ნაკლებად ცნობილი ვერსია...
- +

8 დეკემბერი. 2018. 00:31

 

 

„...გამტყორცა სოფელმან“

 

ბესიკის (ბესარიონ გაბაშვილის) ლექსის ნაკლებად ცნობილი ვერსია ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერის მიხედვით

 

გამტყორცნა სოფელმან, მოვშორდი მზესა;

დღენი ჩემნი წარტვლნენ ბნელად და ბნელად.

რაყიფად შემექმნა ბედივე ჩემი.

სიცოცხლესა ვპოვებ: ძნელად და ძნელად!

 

ვინ ჰპოვოს სოფლიდგან ბედნიერება,

ვინცა ჰსცნობს წყლულსა და ეკრძალება!

უნუგეშოთ მართებსთ, მართლა ვაება!

ვსტიროდე და ვრბოდე: ველად და ველად!

 

მე მონად შევქმნილვარ ერთისა მზისა,

იგი ჩემთვის კვდება და მე მისთვისა;

არ იქნა არ შეგხვდა ჟამი შეყრისა,

ორთავს სიცოცხლე გეჩანს: მწარად და მწარად.

 

არც დღეა ჩემთვის დღეთ, არც ღამე ღამე,

მოდით მეგობარნო, მიშველეთ რამე;

ჩემსა საყვარელთან წასვლა მინდა მე

მეც იმას თავს უძღვნი: მარად და მარად.

 

მიჯნურთაგან რა გსურს, წუთისოფელო?!

ყოველთ მოლექსეთა დამდუნებელო.

ჩემებრ ბედ-წასულზედ გინდ ისახელო?

დამსვი გულმდუღარედ: მწველად და მწველად!

 

ვსტირი, მაქუს მე სავსე ცრემლითა კალთა,

მე ჩემს ღონეს ვსტირი, სინათლეს თვალთა,

მე ბესიკს მესიზმრა საწუთრო ვალთა

მომესივნენ მტერნი: მკვლელად და მკვლელად.

 

ხელნაწერი გადაწერილია XIX საუკუნის II ნახევარში.

 

 

big_banner
არქივი