logo_geo
თამარ ლამპარაძე: აქ სიყვარულიც გინებას ნიშნავს!
- +

12 მარტი. 2017. 20:00




ამ პლანეტაზე დაწვეს ჯორდანო,

ამ პლანეტაზე სჯიან ქრისტეებს,

რუსთაველს ერგო აქ ანათემა,

განმანათლებლებს და მორალისტებს.

აქ ციხეები გამოიგონეს,

საკნის დარაჯებს ჯალათი ნიშნავს,

აქ დაბადება ცოდვის ტოლია

და სიყვარულიც გინებას ნიშნავს.

ამ პლანეტაზე ცხოველებს ჭამენ.

ადამიანსაც "ჭამენ" უტიფრად.

და ულამაზეს შიშველ სხეულზე

ტანისამოსი ამოუტვიფრავთ.

აქ უცოდველი მხოლოდ ცოდვაა,

ლოცვა - ნიღაბი, ბრმის სატყუარა,

აქ ჯოჯოხეთის არსების სჯერათ -

თან სულერთია - არის თუ არა.

ამ პლანეტაზე კლავენ ღირსებას,

პატიოსნება მთლად ეული.

აქ პიროვნება უდრის უმცირესს,

ქვეყნის მმართველი ბრბოს რჩეულია.

თუ არ მოეგო კაცი გონებას -

გზა არ ინება ღმერთის სავალი,

არც სიცოსხლეში იქნება შვება

და არს სიკვდილში გამოსავალი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი