საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს.
„ლაშა შავდათუაშვილი საქართველოს ისტორიაში ლეგენდარული სპორტსმენი - სამი ოლიმპიადის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი გახდა. ვულოცავ ლაშას, ვულოცავ ჩვენს ქვეყანას“, - წერს დავით ზალკალიანი.
ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა გახდა პირველი ძიუდოისტი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მედლები სამ ოლიმპიადზე მოიპოვა.