პერუში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ძლიერი აფეთქება მოხდა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით აფეთქების მიზეზი გაზის ცილინდრები გახდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.