„ისტორიული განგაშის ზარი“ – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას.
„ეს წასვლა შოკისმომგვრელია. ეს ისტორიული მნიშვნელობის განგაშის ზარია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყველამ უნდა გაიგონოს, გაიგონოს მთელმა ევროპამ და დაგვაფიქროს“, – აცხადებს მაკრონი.
მაკრონის თქმით, ამერიკისა და ჩინეთის კონკურენციის პირობებში აუცილებელია მეტი ევროპა.
„ეს სევდიანი დღეა. მოდით, არ დავმალოთ. მაგრამ ეს ის დღეა, რომელმაც სხვანაირად ფიქრი უნდა დაგვაწყებინოს“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2016 წელს „ბრექსიტის“ კამპანია სიცრუეზე დაფუძნებული და გაზვიადებული იყო.