„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ახალი ბრალდება „Huawei“-ს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ნაწილია“, - ამის შესახებ განცხადებას ტექნოლოგიური გიგანტი ავრცელებს.
კომპანია აშშ-ის ახალ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულ შერჩევით სამართალს უწოდებს.
„გვჯერა, რომ სასამართლო ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებით სიმართლეს დაადგენს“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
აშშ აცხადებს, რომ „Huawei“ სანქციების გვერდის ავლით, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, ბიზნესს აწარმოებს. ამერიკული მედიის ცნობით, აშშ ტექნოლოგიურ გიგანტს ირანისთვის ჯაშუშური საქმიანობის ხელშეწყობაშიც დებს ბრალს.