იაპონიის იოკოჰამას პორტში მდგარ საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსის კიდევ 99 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამგვარად, ხომალდის ბორტზე კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა ჯამში 454-ს მიაღწია.
საკრუიზო გემი „Diamond Princess“ იოკოჰამას პორტში კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.
ხომალდის ბორტზე თავდაპირველად 3 700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
კორონავირუსით ინფიცირებულები იაპონიის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიო მასშტაბით უკვე 1 770 ადამიანი ემსხვერპლა.