დიდი ბრიტანეთი ძლიერი ქარიშხლის ეპიცენტრში ამ თვეში უკვე მეორედ აღმოჩნდა - ქარიშხალი „კიარა“ „დენისმა“ შეცვალა.
შტორმის შედეგად ყველაზე მეტად ინგლისი, შოტლანდია და უელსი დაზარალდნენ.
დღის განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონებში ნალექის ყოველთვიური ნორმა მოვიდა, ხოლო ზოგან ქარის სიმძლავრემ 146კმ/სთ-ს მიაღწია.
უამინდობამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია ინგლისსა და სამხრეთ უელსში. წყლის ქვეშ მოხვდა მრავალი დასახლებული პუნქტი. ხელისუფლება იძულებული გახდა, გზები და აეროპორტები დაეხურა.