დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შეხვდა.
ელისაბედ მეორე ასევე გაესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის. ჯო ბაიდენისა და ელისაბედ მეორის ბოლო შეხვედრა 1982 წელს შედგა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უინძორის სასახლეში 13 ივნისს უმასპინძლებს.
დღეს დიდ ბრიტანეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო. „დიდი შვიდეულის“ სამიტი კორნუოლში ორი დღე გაგრძელდება.