საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები ათენის ჩრდილოეთით, რადგან ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია.
”ეს არის ძლიერი ხანძარი და დიდი ძალისხმევა დასჭირდება მის კონტროლს”,- განუცხადა ათენის უფროსმა გუბერნატორმა სახელმწიფო ტელევიზიას ERT-ს .
ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს საბერძნეთის სხვა ნაწილებში, რის გამოც ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძარს ასევე ებრძვიან თურქეთში, იტალიასა და ალბანეთში.