logo_geo
გოგლა ჟვანია: ვთვლი, რომ ჩემი ძმა მოკლულია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია
- +

7 დეკემბერი. 2016. 02:24


შესახებ ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანში" ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჟვანია აცხადებს, ის თვლის რომ მისი ძმა მოკლულია და ამაზე არაერთხელ უსაუბრია.


„ვთვლი, რომ ჩემი ძმა მოკლულია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია. რაც შეეხება CO-თი მოწამვლის ფაქტს, ჩვენ არასდროს გვიუარყვია, რომ ზურაც და უსუპოვიც მოწამლულები არიან CO-თი. მთავარია, ეს CO როგორ მოხვდა მათ ორგანიზმში. ძალიან არის ბევრი საშუალება, გარდა გამათბობლისა, CO მოხვდეს ადამიანის ორგანოში. შეიძება მოხდეს ინექციით, რესპირატორით ჩაასუნთქოთ ადამიანს, სხვათა შორის ზურას თავის დაზიანება აქვს და ტუჩი აქვს დახეთქილი. ბუნებრივია ეს სერიოზულ ეჭვებს აღძრავს. ზურას ორგანიზმში არსებული დოზები დიდ ეჭვებს აღძრავს, რომ მათ ეს დოზა მიღებული აქვთ რაღაცა გარეშე ჩარევით, არა ჩასუნთქვით", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.


 

big_banner
არქივი