logo_geo
ლევან გოგიჩაიშვილი: ჩვენ ვშრომობთ იმისთვის, რომ თანამოქალაქეებს დავეხმაროთ!
- +

7 დეკემბერი. 2016. 20:27


 



„ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც იყო 300 000 უმუშევარი და ეს შევამცირეთ 50 000-ით. ჩვენ სიტუაცია გამოვასწორეთ", - ამის შესახებ პარლამეტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების" ეთერში ისაუბრა.


მისი თქმით, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, ქვეყანაში აღარ არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, პოლიცია და განათლება გახდა დეპოლიტიზირებული. გოგიჩაიშვილის განცხადებით, სოციალური დახმარების მოთხოვნის მიზნით საკმაოდ ბევრი განცხადება ივსება, თუმცა, ზოგი არის ადკევატური, ზოგიც არა.


„რა თქმა უნდა, სიტუაცია არის მძიმე, ყოველთვის იქნება ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ესაჭიროებათ სახელმწიფოს დახმარება, სწორედ ამიტომ გავზარდეთ სოციალური ბიუჯეტი. საქართველოში არც ერთი ადამიანი არ იღუპება უსახსრობის გამო. ჩვენ იმისთვის ვშრომობთ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს დავეხმაროთ", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


 

big_banner
არქივი