logo_geo
„უკრაინა დიდ ჭირს მოიშორებს, საქართველოს ხელისუფლება კი არეულობისთვის უნდა მოემზადოს...“
- +

2 ნოემბერი. 2017. 19:08



სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხზე „ახალ თაობასთან" ინტერვიუში ყოფილმა პოლიტპატიმარმა ტრისტან წითელაშვილმა ისაუბრა. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რა პოზიციას დაიკავებს უკრაინის შს მინისტრი ავაკოვი, რომელმაც საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცა და დაიცავს თუ არა იგი სააკაშვილს, წითელაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:


„ავაკოვსა და პოროშენკოს შორის დაძაბულობა ისევ არის. მან სააკაშვილი სწორედ იმიტომ შეუშვა უკრაინაში, რომ პრეზიდენტისთვის თავისი საჭიროება დაენახვებინა. ავაკოვი ძალიან კარგად იცნობს სააკაშვილს და კარგად იცის, რომ მისგან კარგი არაფერია მოსალოდნელი. ვფიქრობ, ის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ექსტრადირებას ხელს არ შეუშლის. ამით მთელი უკრაინა დიდ ჭირს მოიშორებს, საქართველოს ხელისუფლება კი არეულობისთვის უნდა მოემზადოს", - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი