logo_geo
„ახალგაზრდა კაცი იყო, ბუნდოვნად მახსოვს…“ - რას ჰყვება დონალდ ტრამპი მიხეილ სააკაშვილზე?
- +

28 ნოემბერი. 2016. 12:06



ვინ არის ამერიკაში მცხოვრები ქალბატონი, რომელიც ხშირად ჩნდება დონალდ ტრამპის გვერდით დახურულ მიღებებზე?.. „პრაიმტაიმისთვის" ექსკლუზიურად ხდება ცნობილი დეტალები ცოტა ხნის წინ ფლორიდაში მადლიერების დღისადმი მიძღვნილი წვეულებიდან, რომელსაც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმატებული ბიზნესმენი, პროფესიით ფსიქოლოგი, სოფიო ბარათაშვილიც იყო მიწვეული.


„პრაიმტაიმს" მან ექსკლუზიურად გაანდო დახურული ფართის დეტალები. როგორც ირკვევა, სოფიო ბარათაშვილს 2-წლიანი ნაცნობობა აკავშირებს დონალდ ტრამპთან. ამერიკის პრეზიდენტი მას ხუმრობით „მის ჯორჯიად" მოიხსენიებს. „პრაიმტაიმისთვის", ასევე, ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპს არ ავიწყდება საქართველოში მოგზაურობა. როგორც ირკვევა, მასზე შთაბეჭდილება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს მოუხდენია...


- უკვე 18 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ, მაქვს საკუთარი ბიზნესი - „SOPHISTICATED BEAUTY" და ამავე დროს ვმუშაობ ფსიქოლოგად. სამომავლოდ ჩემი ორი პროფესიის გაერთიანებას ვაპირებ.

 

- ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ თქვენ იცნობთ ამერიკის ახალ პრეზიდენტს. თქვენს ფოტოალბომში საკმაოდ ბევრი სურათი გაქვთ გადაღებული დონალდ ტრამპთან. სად არის ეს ფოტოები გადაღებული და როგორ გაიცანით?


- უკვე ორი წელია, კერძო კლუბის Mar-A-Lago-ს წევრი ვარ და იმ დროისთვის მომავალი პრეზიდენტი სწორედ ერთ-ერთ კერძო ფართიზე გავიცანი.


- თუმცა თქვენ რამდენიმე დღის წინაც შეხვდით უკვე არჩეულ პრეზიდენტს... რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა?


- ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბატონ პრეზიდენტთან, არჩევნების შემდეგ. მივულოცე გამარჯვება, პრეზიდენტობა და წარმატებები ვუსურვე. შეიძლება ითქვას, რომ მისი პერსონა არ შეცვლილა, ისევ ისეთი უშუალო და კეთილგანწყობილი იყო, როგორც ადრე... სიმართლე გითხრათ, ადრე ცოტა უბრალოდ ვაფასებდი მასთან ურთიერთობას, მაშინ ჩვეულებრივი მილიონერი, კლუბის მეპატრონე იყო, თუმცა დაცვა ყოველთვის ჰყავდა, სურათებსაც ბევრს იღებდა Mar-A-lago-ს წევრებთან და ამაში განსაკუთრებულიც არაფერი იყო. პრეზიდენტობის მერე თითქოს ჩემში დიდი ცვლილება მოხდა და ტრამპი განსაკუთრებულ ადამიანად იქცა. ვიტყვი, რომ გამიმართლა...

 

- რამდენად ხშირად ხვდებით?..


- თითქმის ყოველთვის, როცა ფლორიდაშია. ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ბოლო მიღებაზე საუბარი გამიგრძელა. სასიამოვნოდ გაგვესაუბრა... რა თქმა უნდა, აქცენტზე მიხვდა, ემიგრანტი რომ ვიყავი და მკითხა, საიდან ხარო?.. როცა საქართველო ვახსენე, ძალიან გამიხარდა, რომ მითხრა, შენს ქვეყანაში ნამყოფი ვარო... სხვათა შორის, მიშაც გაიხსენა. თქვა, ახალგაზრდა კაცი იყო, ბუნდოვნად მახსოვსო... და იცი, ყველაზე მეტად რა მომეწონაო? თქვენი ოპერის შენობაო... მერე მელანიასა და მის მშობლებს უთხრა, საქართველო ლამაზი ქვეყანააო...


დღეში, ალბათ, უამრავ ადამიანს ესაუბრება. სასიამოვნოდ გავოცდი, როცა მეორე დღეს სადღესასწაულო ვახშამზე, რომელიც მადლიერების დღესთან დაკავშირებით გაიმართა, დესერტის ასაღებად ავდექი და, „მის ჯორჯია", როგორ ხარო, მეხუმრა, როცა დამინახა, გამომელაპარაკა და თავისი სურვილით მითხრა, წამოდი, შენი მაგიდის წევრებს მივესალმოთო. მთელი დარბაზი გავიარეთ ერთად. მაგიდებს შუა ჯერ მე, მერე ტრამპი და უკან დაცვა მოგვყვებოდა. დესერტზე ამდგარმა ჩემი მეგობრების მაგიდასთან ტრამპი მივიყვანე, გაგიჟდნენ... მაგიდიდან წამოიშალნენ, სათითაოდ გაიცნო ყველა და ჩემს სახელზე იხუმრა, სოფია ლორენშია შენი საიდუმლოო... ძალიან მოულოდნელი იყო არა მარტო ჩემი მეგობრებისთვის, არამედ თითქმის ყველა იქ მყოფისთვის ასეთი ჟესტი...

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი