logo_geo
მიხეილ მცურავიშვილი: გია ყანჩელის უკანასკნელი სიტყვები არასოდეს დამავიწყდება...
- +

23 ივლისი. 2023. 17:24

 

 

საქართველოს დამსახურებული არტისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მიხეილ მცურავიშვილი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ლეგენდარულ გია ყანჩელთან მის უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს. როგორც მცურავიშვილი ყვება, კომპოზიტორი მან ბოლოს საავადმყოფოში ნახა, როცა ანზორ ერქომაიშვილმა მას მისი „ისევ შენ და ისევ შენ“ მოასმენინა.

 

„ისევ შენ და ისევ შენ“ ნამდვილად ზღაპრული ჩანაწერია. ერთ ისტორიას გავიხსენებ - როცა დიდი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი საავადმყოფოში იწვა, ანზორ ერქომაიშვილს ჩემი სოლო დისკები მიუტანია. გიამ მთხოვა, მასთან მივსულიყავი, ღონემიხდილი და ძალიან დასუსტებული დამხვდა და დაბალ ხმაზე მეუბნება, - შენ უდიდესი ლოტბარი რომ იყავი, ვიცოდი, მაგრამ ასეთ დონეზე სიმღერა, უბრალოდ წარმოუდგენელიაო, ეს მელიზმები საიდან მოიტანე, ასე როგორ ჩაახუჭუჭეო... „ისევ შენ და ისევ შენ“ ასე ლამაზად დედამიწის ზურგზე არავის უმღერიაო. ვანო სარაჯიშვილი მას იტალიურად მღერის, შენ კი ქართულად შეასრულეო. გია ყანჩელი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება“, - იხსენებს მიხეილ მცურავიშვილი.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=211899

 

 

big_banner
არქივი