logo_geo
„ალო... ბედუკაძე გამოჩნდა, ტყვია შუბლში დავახალო თუ ფეხებში?!“
- +

24 ივლისი. 2018. 20:33

 

 

„ნაციონალების“ საპრეზიდენტო კანდიდატს განუცხადებია ამას წინებზე, როცა მინისტრი ვიყავი, ლადო ბედუკაძის არსებობის შესახებ რომ მცოდნოდა, ტყვიას დავახლიდი პირდაპირ შუბლშიო. დიახ, შუბლშიო, არც მეტი და არც ნაკლებიო!

 

რათაო? - ჰკითხა ჟურნალისტმა!

 

იმათაო, ამ ადამიანმა დააქცია და დაღუპა ჩემი ოცნების საქართველო, მან გააცამტვერა ჩემი სამომავლო გეგმები. ეჰ, ნეტაი პიონერთა სასახლის დათრევა მაინც მომესწრო ჩემ ცოლთან ერთად ერთ ლარადო.

 

არა, სიმართლე გითხრათ, გრიგოლის პასუხი მთლად ასეთი არ ყოფილა, უბრალოდ გულში გაიფიქრა ასე. ნუ, ეხლა ყველაფერი ხომ არ ითქმება ხმამაღლა? რომ არა ბედუკაძე და ციხიდან მის მიერ გამოტანილი პატიმართა წამების კადრები, პატივცემული გრიგოლი ისევ მინისტრი იქნებოდა. მეტიც, ისევ რუსეთის პასპორტი ედებოდა ჯიბეში!

 

ისე, ამ კაცზე ამბობენ, სიკეთისა და სათნოების განსახიერებააო? არ მჯერა, ვერ დავიჯერებ... ადამიანი, რომელიც სხვისი მოკვდინების შესახებ გულში მაინც გაივლებს, ის ბოროტებაა! ადამიანი, რომელიც თავისი პარტიის მიერ ჩადენილი უამრავი სიბინძურის გამო ერთხელ ბოდიშსაც არ მოიხდის, ის პრეზიდენტად კი არა, ღამის დარაჯადაც არ გამოდგება! ადამიანი, რომელიც პრეზიდენტობამდე ტყვიაზე ლაპარაკობს, ის პრეზიდენტობის შემთხვევაში ყველას დახვრეტაზე მოაწერს ხელს!

 

ჰოდა, ბუნებაში არსებობს კანონზომიერება - ამ არსებას კონკურენტი რომც არ დაუყენოს "ქართულმა ოცნებამ", მაინც ვერ გაიმარჯვებს.

 

დარწმუნებული ვარ, პატივცემულ გრიგოლს თავისი ჩანაფიქრი არ მოუხსნია დღის წესრიგიდან, ის ხშირად ზის ამ პოზაში შეიარაღებული და მიხას ურეკავს ამსტერდამში: ალო, ბედუკაძე გამოჩნდა, ტყვია შუბლში დავახალო თუ ფეხებში?!

 

 

 

თორნიკე ზედელაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი