logo_geo
თემურ ჭყონია: საქართველო სასაფლაო კი არაა, მოვლა სჭირდება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს!
- +

16 იანვარი. 2017. 02:25


 

 

„ამასაც აქვს მეორე მხარე, ადამიანები წავლენ უცხოეთში, თავიანთ ოჯახს კი აქ ფულს გადმოურიცხავენ. მთავარია, ამ ადამიანებმა ცოდნა მიიღონ, სულაც არ არის აუცილებელი მომვლელებად იმუშაონ" , - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა


როგორც ჭყონია აცხადებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ მილიონერი ქართველების უმრავლესობას საქართველო მხოლოდ სიკვდილის წინ ახსენდება და აქ დასაფლავებას ითხოვს, არადა ყველა მათგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ სამშობლოს მოვლა სჭირდება.


„სხვათა შორის, საზღვარგარეთ უამრავი ქართველი მილიონერია, მაგრამ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ. ყველა მათგანი სამშობლოში რომ დაბრუნდეს, სახლები აიშენოს და საბანკო ანგარიშები გახსნას, ქვეყანა ერთ წელიწადში გამდიდრდება. 80 წელი რომ შეუსრულდებათ, ანდერძს ტოვებენ, საქართველოში დამასაფლავეთო... საქართველო სასაფლაო კი არაა, მოვლა სჭირდება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ბევრჯერ მინახავს, ქართველი ემიგრანტები „სუხიშვილების" კონცერტებზე ტირიან. რა გატირებს, ოჯახაშენებულო, ჩამოდი და ან ბიზნესი დაიწყე, ან განათლებას მიხედე, რაღაც ელემენტარული საქმე მაინც გააკეთე. ვიზალიბერალიზაცია, ვფიქრობ, ამ პროცესს ხელს შეუწყობს", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი