logo_geo
რა ფინანსური წყაროები გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“?
- +

17 იანვარი. 2017. 12:43


 



„ხალხს რომ ეგონა, რომ „ნაციონალებს" სოროსის ფონდი აფინანსებდა, სინამდვილეში მთალდ ასე არ იყო", - ამის შესახებ, ექს-ნაციონალმა, რეზიკო ოთარაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" განაცხადა.


ინტერვიუში ის დაფინანსების ფარულ საქმეებზე საუბრობს.


„რა ფინანსური წყაროები გააჩნია პარტიას? პირველი - ეს არის სახელმწიფო დაფინანსება (არჩევნებზე ბარიერგადალახულ პარტიას რაც ეკუთვნის), მეორე - საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული დაფინანსება, მესამე - შემოწირულობები. სახელმწიფო დაფინანსება გაიყოფა, რაღაც მთავარი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსება დარჩება მიშას მხარეს... იმასაც გეტყვით, თუ როგორ აღწევდა პარტიამდე ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება - მთელი რიგი კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციები დარეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონებში, ისინი გამოყოფენ დაფინანსებას, რომელიც შუამავლის ხელით პარტიას მიეწოდება. ხალხს ხომ ეგონა, რომ „ნაციონალებს" სოროსის ფონდი აფინანსებდა, სინამდვილეში მთლად ასეც არ იყო... კერძოდ, ოფშორში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია გამოყოფდა ფულს სოროსის ფონდისთვის და „ნაციონალებს" რა პროექტიც უნდა წარედგინათ ფულს მაინც მიიღებდნენ", - განაცხადა ოთარაშვილმა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი