logo_geo
შალვა ოგბაიძე: კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის
- +

19 იანვარი. 2017. 19:02


 

 

„ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შიში, რომ საგზაო დარღვევები დაუსჯელი არ დარჩება. ამის გარეშე ჩვენს გზებზე დამკვიდრდება დაუსჯელობის სინდომი და მოიტანს იმ შედეგს, რაც ახალი წლის დღეებში უკვე დაფიქსირდა", - ასე აფასებს დედაქალაქის საკრებულოს წევრი, მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი შალვა ოგბაიძე ავტოსაგზაო შემთხვევების გაზრდილ სტატისტიკას. ოგბაიძე ამის პირველ მიზეზად კანონისადმი შიშის გაქრობას ასახელებს.


როგორც ოგბაიძემ „რეზონანსთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ადამიანები საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში სხდებიან და აღარ ეშინიათ, რომ ვინმე შეამჩნევს ან დასჯის. მეორე და მესამე ფაქტორად კი ახალბედა მძღოლებს, ასევე ადამიანურ დაუდევრობას ასახელებს.


საკრებულოს წევრმა ასევე ავტობუსებისთვის და სამარშუტო ტაქსებისთვის სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის - პარლამენტარი იქნება ეს თუ რიგითი მოქალაქე."


„მე არ ვუყურებ ამას ისე, რომ სანქციები მხოლოდ ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიმართ უნდა გამკაცრდეს. ჩემი აზრით, კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის - პარლამენტარი იქნება ეს თუ რიგითი მოქალაქე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მეტიც, მე თანამდებობის პირების მიმართ უფრო მკაცრი ვიქნებოდი.

 

თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, თვალში საცემია მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მიერ საგზაო წესების დარღვევის ფაქტები. ავტობუსების მძღოლები მეორე რიგში გაჩერებას ამართლებენ იმით, რომ პირველი რიგი დაკავებულია პარკირებით. ხშირ შემთხვევაში მართლაც ავტობუსების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილები დგას და ავტობუსი ვერანაირად ვერ გაჩერდება. ეს არის ფაქტი. მაგრამ, ამის გარდა, ორი ავტობუსი ერთმანეთს წინ ჩადგომას რომ ასწრებს, არავის გვინახავს? რა თქმა უნდა, გვინახავს, რაც დასჯადია და არავითარი ინდულგენცია მათთვის არ მიუციათ, რომ ჩვენი ქალაქის ქუჩებში დარღვევით იარონ", - განაცხადა ოგბაიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი