logo_geo
გიორგი შენგელაია „ნაციონალებს“: თქვენ ხართ ნაგავი და უნდა მოგიშოროთ ქართულმა ისტორიამ!
- +

19 იანვარი. 2017. 19:49


 

 

„მაგათი ჩხუბი და აყალმაყალიც არის ამაზრზენი, ეს არის მხოლოდ ფორმალური. ხალხი, რომელიც ამდენი ხანი სიბინძურეში ცხოვრობდა, დღეს გამოდის და ჭკუას მასწავლის ეკრანიდან", - ამ სიტყვებით შეაფასა გაზეთ „ალიასთან" მიცემულ ინტერვიუში ცნობილმა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ  „ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა.

 

„ნაციონალური მოძრაობა" არის ნაგავი თავის ლიდერებიანად და წევრებიანად. მაგათ რომ უფლება მიიღეს, ასეთი თავხედები იყვნენ, ეს არის ამაზრზენი. მაგათი ჩხუბი და აყალმაყალიც არის ამაზრზენი, ეს არის მხოლოდ ფორმალური. ხალხი, რომელიც ამდენი ხანი სიბინძურეში ცხოვრობდა, დღეს გამოდის და ჭკუას მასწავლის ეკრანიდან. ადრე ნიკა რურუას პირდაპირ ვუთხარი: თქვენ 10 წელი სიცრუეში ცხოვრობდით, თქვენი უფროსი რასაც აკეთებდა, ეთანხმებოდით, ყველაფერს უსრულებდით და ახლა იძახით, რომ რაღაცას წარმოადგენთ? არავინ არ ხართ, თქვენ ხართ ნაგავი და უნდა მოგიშოროთ ქართულმა ისტორიამ-მეთქი!

 

ხალხი გაბეზრებულია, ჟურნალისტებმა რა პოზიციაც არ უნდა დაიჭიროთ, როგორი ნეიტრალურობაც არ უნდა შეინარჩუნოთ, რაც დღეს ხდება, ამაზრზენია. ხალხი ამას არ ელოდებოდა, კიდევ 4 წელი ასე უნდა გაგრძელდეს ერთმანეთის გინება? აი, ეს არის დამპალი ლიბერალიზმი! სულ ვბაძავთ ევროპას. თქვე კაი ადამიანებო, ევროპაში დემოკრატია არის უკვე სამი საუკუნეა. იქ შეიძლება რაღაცაზე ლაპარაკი, ჯანსაღ ლიბერალიზმზე. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და სულ ვიყურებით სხვისკენ, სულ ვფიქრობთ, ევროკავშირი, რუსეთი და ამერიკა რას გადაწყვეტენ.

 

აუცილებელია სიმკაცრე, ერთ რამეს გაგახსენებთ: სანამ ირანში ისლამი გაჩნდებოდა, იყო სასანიდების იმპერია, რომელიც დაფუძნებული გახლდათ ზარადუსტრას სწავლებაზე. მაგათთან იყო პარტიები და მარტიები, მერე გაიმარჯვა ერთმა საღმა კაცმა და ჩაატარა ძალიან დიდი რეპრესიები. მე მაქვს ძალიან საინტერესო მასალები, მე და ვაჟა გიგაშვილი ვაპირებდით ფილმის გადაღებას ვახტანგ გორგასალის პერიოდზე... გორგასალი დედით ირანელი იყო, მაშინ ჩვენ ვიყავით ირანის სატელიტი. მოკლედ, მაშინ რეპრესიებმა გაამართლა და დაიწყო აღორძინების ხანა.

 

სტალინმა ნამეტანი ქნა... არსებობს დემოკრატიული და კონსერვატორული ლიბერალიზმი, ჩემი აზრით, ახლა მოვიდა კონსერვატორიზმის დრო მთელ მსოფლიოში. დღეს ჩვენში არის იდეოლოგიური კრიზისი, ახლოსაა პოლიტიკური კრიზისიც. პარლამენტში 5 „ნაციონალიც" რომ დარჩეს, მაინც ააყროლებენ იქაურობას და მთელ საზოგადოებას, პრესას და ტელევიზიას. აღარ გვინდა, ძმაო, ეს ამორალური ხალხი. ჩვენს მოსახლეობას აღარ უნდა ამორალურ სიტუაციაში ცხოვრება. როგორ, არ გვეყო, რომ 9 წლის განმავლობაში მტერი თავზე გვაჯდა? ესენი საერთოდ რომ ლაპარაკობენ, ამაზე მეშლება ნერვები!" ,- განაცხადა შენგელაიამ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი