logo_geo
პეტრე მამრაძე: მიხეილ სააკაშვილი მთლიანად მოწყვეტილია რეალობას!
- +

23 იანვარი. 2017. 01:36



„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" მიცემულ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" დაშლასთან დაკავშირებით ისაუბრა.


„გიგი უგულავას ჰგონია, რომ თვითონ შეძლებს ლიდერობას. ჩვენ ვერ ვიტყვით, საბოლოოდ რა უნდა, მაგრამ შიგნით, „ნაცმოძრაობაში", იმ სეგმენტში, რომელსაც უგულავა „ნაცმოძრაობის" ელიტად აღიქვამს, იქ უნდა ლიდერობა.

 

ის 59 ადამიანი, რომლებიც „ნაც.მოძრაობიდან" გავიდნენ, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა, გამოირჩევა იმით, რომ მათ შორის არიან „ნაცმოძრაობის" ცნობილი სახეები, ისინი, ვინც წლების განმავლობაში ხშირად ჩანდნენ ტელეეკრანებზე.

 

მიხეილ სააკაშვილი მთლიანად მოწყვეტილია რეალობას. ჩვენ გვახსოვს მისი სატელეფონო საუბრები და გამოსვლები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ეს ადამიანი ბოლო წლებში მთლიანად მოსწყდა რეალობას. მას შეიძლება ეგონოს, რომ სულ მალე დაბრუნდება ხელისუფლების სათავეში. ეგონოს, რომ ძლიერ გუნდს შეკრებს და საერთო-სახალხო მხარდაჭერასაც მოიპოვებს, მაგრამ, რამდენად საინტერესოა დღეს რეალობას მოწყვეტილი ადამიანის ფანტაზიები?

 

გიგი უგულავამ სიმართლე თქვა. უბრალოდ, დავაზუსტებ, მიხეილ სააკაშვილს უნდა, სულ იყოს, ეკრანზე იტივტივოს და გამუდმებით ნიუსების მთავარი გმირი იყოს. ვინც მიშას ახლოს იცნობს (მე მიშას ახლოს ვიცნობ. 1992 წელს გავიცანი, 20 წლის ახალგაზრდა კაცი იყო), მან იცის, რომ ამისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ოღონდ იხილოს საკუთარი თავი ეკრანზე და გაზეთების პირველ ფურცლებზე (მათ შორის, საერთაშორისო დონეზე) და არაფერს მოერიდება", - განაცხადა მამრაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი