logo_geo
ბესო კალაძე: „ნაცმოძრაობას“ ერთადერთ გზად კვლავ პროვოკაციები აქვს დარჩენილი!
- +

23 იანვარი. 2017. 03:29



გაზეთ „რეზონანსში" გამოქვეყნდა მასალა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ ქუჩის აქციებზეა საუბარი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ბესო კალაძე საუბრობს.


„27 იანვარს იგეგმება აქცია "გაზპრომის" წინააღმდეგ მთავრობის კანცელარიასთან. 30-31 იანვარს "გაზპრომთან" დაკავშირებით იგეგმება რეგიონული და თბილისის ორგანიზაციების ბრიფინგი აქციების დაწყების მოთხოვნით, რომელსაც უნდა უხელმძღვანელოს "ნაცმოძრაობის" რეგიონულმა დეპარტამენტებმა. 6 თებერვალს ნუგზარ წიკლაური ან აკო მინაშვილი გამართავს ბრიფინგს აქციის დაწყებასთან დაკავშირებით და დაასახელებენ კონკრეტულ თარიღს. თემა კვლავ "გაზპრომი" იქნება. 7 თებერვალს იქნება ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც მითითებულია "თავისუფალი ზონა". „ნაცმოძრაობას" ერთადერთ გზად კვლავ არეულობა და პროვოკაციები აქვს დარჩენილი. ეს სამოქმედო გეგმა არის რეალური და დევს "ნაცმოძრაობის" ლიდერების სამუშაო მაგიდაზე", - განაცხადა კალაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი