logo_geo
გია ხუხაშვილი: 20 იანვარს რელიგიური სექტის რიტუალი ვიხილეთ
- +

26 იანვარი. 2017. 16:09


 

„ყრილობაზე კარგად გამოჩნდა, რომ პარტიაში დარჩა მხოლოდ მესია და მისი მრევლი, უგულავას მხარეს კი - „ძრავა" ანუ ინტელექტუალური რესურსი", - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „კვირის პალიტრასთან" განაცხადა.


მისი თქმით, ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაში ვანო მერაბიშვილია, რომელიც ორივე მხარემ მიატოვა.


„მერაბიშვილის განცხადება არ მიანიშნებს მის მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციას. პრობლემაც იმაშია, რომ მერაბიშვილს არც ერთი მხარე არ ელაპარაკება. მისი რეაქციაც ადეკვატური იყო - როდესაც პარტიის გენერალურ მდივნად დატოვებაზეა საუბარი, „ნაცმოძრაობას" მისთვის კითხვა უნდა დაესვა, თუმცა დღეს მერაბიშვილი ტრაგიკულ ვითარებაშია - ის ციხეში ორივე მხარემ მიაგდო. რეალურად ის არავის სჭირდება. უბრალოდ, „ნაცმოძრაობას" თავის ფლანგზე მნიშვნელოვანი ფიგურები აღარ შერჩა, უგულავას გუნდი კი იქმნის ილუზიას, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან", - განაცხადა ხუხაშვილმა.


გია ხუხაშვილი 20 იანვარს გამართულ ყრილობასაც გამოეხმაურა:


„20 იანვარს პარტიული ყრილობა კი არა, რელიგიური სექტის რიტუალი ვიხილეთ. ყრილობაზეც სწორედ სექტისთვის დამახასიათებელი მოძრაობები და გამოთქმები მოვისმინეთ და ვიხილეთ, მეტიც, მესიაც შეკრებაზე ვირტუალურად ჩაერთო, როგორც სექტისთვის არის დამახასიათებელი. რაც შეეხება სააკაშვილს, ზოგადად მას ნებისმიერი დეტალის დიად გამარჯვებად გამოცხადება უყვარს", - აცხადებს ხუხაშვილი.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი