logo_geo
ზურაბ ბიგვავა: „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მეტი რა უნდა დავარდეს?
- +

27 იანვარი. 2017. 17:48




NDI-ის უახლესი კვლევის შედეგები წინა მაჩვენებლისგან რადიკალურად არ განსხვავდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაში კვლავ პოლიტიკური ნაწილი და პარტიების მხარდამჭერთა რიცხვია. კვლევის მიხედვით, 2016 წლის მარტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი დაეცა. ამ საკითხზე სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ „პრაიმტაიმთან" ისაუბრა.


მისი თქმით, „ნაცმოძრაობის" რეიტინგის დაცემა მოსალოდნელი იყო, თუმცა არა ასე მალე და არა ასე მკვეთრად. როგორც ბიგვავა აღნიშნავს, ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და საბოლოოდ, პარტიის დაშლით დასრულდა.


„ერთადერთი, რაც ნათლად გამოჩნდა, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიცხვის კატასტროფული ვარდნაა, იმ შედეგიდან, რაც არჩევნებზე ჰქონდათ. მე მოველოდი, რომ ვარდნა იქნებოდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ასეთი სწრაფი და მნიშვნელოვანი იქნებოდა. 30%-იან ვარდნას ველოდი, მაგრამ უკვე ყრილობის შემდეგ. ეს გაცილებით ადრე მოხდა. მაშინ ჩანდა ტენდენცია, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის" 10%-იანი მხარდამჭერა დიდი დანაკლისია და რეალურად, ეს არის ძალიან დაბალი შედეგი. მე ვიტყოდი, რომ კატასტროფული შედეგია. ამაზე მეტი რა უნდა დავარდეს „ნაციონალური მოძრაობა", არ ვიცი.

 

ეს პროცესი დიდი ხანია, მიმდინარეობს და დეკემბერში, თუ სიუჟეტებს ამოვიღებთ, პუბლიკაციებსა და ელექტრონულ მედიას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ პროცესები დაწყებული იყო და პარტია დაშლისკენ მიდიოდა. ეს აისახა ადამიანების ცნობიერებაში და შედეგი მოგვცა ის, რაც მოგვცა", - აცხადებს ბიგვავა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი