logo_geo
ნინო ბურჯანაძე: რესპუბლიკური პარტია არ მაინტერესებს!
- +

27 იანვარი. 2017. 21:05


 


„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის არ არის პრორუსული ძალა.


ბურჯანაძემ ასევე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზეც ისაუბრა.


„ეს არის კლიშე. მე არ ვთვლი ჩემს თავს პრორუსულ ძალად. რუსეთთან თანამშრმლობაზე თუ ვლაპარაკობთ, ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს, ვისაც ჭკუა აქვს.

 

რესპუბლიკური პარტია საერთოდ არ მაინტერესებს. პიროვნულად ბევრი მათგანი ჩემთვის საინტერესოა, მაგრამ როგორც პარტია არც არასოდეს აღიქმებოდა მოსახლეობის მხრიდან და ძალიან ნუ ინერვიულებენ, არ ვთავაზობ თანამშრომლობას.

 

მე არავის არ ვთავაზობ თანამშრომლობას. ვისაც აქვს მსგავსი ხედვა ქვეყნის განვითარების ცალკეულ საკითხებზე, თუნდაც ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით და ვისაც მართლა უნდა ამ ქვეყნის გადარჩენა და არა საკუთარი თავის და პარტიის პიარი, ყველა ასეთ ძალასთან ვითანამშრომლებ, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა", - განაცხადა ბურჯანაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი