logo_geo
ზურაბ ბიგვავა: პრემიერ-მინისტრს დიდი შანსი აქვს, რომ…
- +

28 იანვარი. 2017. 11:25



„პრემიერ-მინისტრს დიდი შანსი აქვს, რომ გამოწვევებს მაქსიმალურად უპასუხოს", - ამის შესახებ სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა „პრაიმტაიმს" ესაუბრა.


მისი თქმით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმითა და იმ ნდობით, რომელიც მთავრობას გააჩნია, მარტივადაა შესაძლებელი, რომ ხელისუფლებამ გამოწვევებს თავი გაართვას.

„იმით, რასაც მთავრობა დღემდე დეკლარირებს: 4-პუნქტიანი გეგმა, 10-პუნქტიანი გეგმა, თვითონ მთავრობა ახალი გუნდით, ახალი სახეებითა და შემადგენლობით, ნდობით, რომელიც გააჩნია მთავრობასა და მის ლიდერს, პრემიერ-მინისტრს დიდი შანსი აქვს, რომ გამოწვევებს მაქსიმალურად უპასუხოს. საზოგადოება აღიქვამს რეალურ შესაძლებლობას და იმას, რაც მთავრობამ განახორციელა ამ რეალური შესაძლებლობების მისაღწევად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაფერ ამასთან ერთად, ქართველი საზოგადოება წინ მიდის და ეს კვლევა ამის მაჩვენებელია. საზოგადოება ადეკვატურად აღიქვამს რეალობას და ნაკლებად უჭერს მხარს პოპულიზმს, მყვირალა ბრალდებებსა და კრიტიკას", - აცხადებს ბიგვავა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი