logo_geo
თეა წულიკიანი: რამდენჯერაც ადამიანს კარგავ, თავიდან ჩნდება ეგზისტენციური კითხვები და თავიდან აღმოჩნდები ამ ამოუცნობ მდგომარეობასთან
- +

11 აპრილი. 2021. 23:12

 

 

„რთული წელი იყო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის და როგორც ჩანს არც ჩემი ოჯახი აღმოჩნდა გამონაკლისი“ - ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემა „ნოესთან“ განაცხადა.

 

„რთული წელი იყო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის და როგორც ჩანს არც ჩემი ოჯახი აღმოჩნდა გამონაკლისი. მართლაც ბოლო 1 წლის მანძილზე დავკარგე მამა, შემდეგ მამიდა და სულ რამდენიმე დღის წინ ჩემი მეუღლის დედა გარდაიცვალა, რომელიც ასე ვთქვათ ჩვენი ოჯახის ბურჯი იყო, ბევრი გაგებით. ეს რა თქმა უნდა, რთულია და მოითხოვს რაღაცა ტიპის სიმტკიცეს იმისთვის, რომ თან პატარა ბავშვს რომელიც სახლში გყავს არ აგრძნობინო რომ უბედურება ხდება.“ -განაცხადა წულუკიანმა.

 

მან ასევე ისაუბრა, სამსახურში ამ ყველაფრის გავლენაზეც:

 

 „ასევე არის სამსახური რომელიც ტურბულენტობით გამოირჩევა და დაძაბულობა ჩვენს სფეროში არ არის დეფიციტში, მაგრამ ეს ალბათ გამომუშავებული გამოცდილების შედეგად მეტნაკლებად შეუძლია ადამიანს რომ საქმეც გააგრძელოს უბედურებების მიუხედავად, რაც ძნელი გასაგებია. რამდენჯერაც ადამიანს კარგავ, თავიდან ჩნდება ეგზისტენციური კითხვები და თავიდან აღმოჩნდები ამ ამოუცნობ მდგომარეობასთან. “ - ამბობს მინისტრი.

 

 

big_banner
არქივი