იუმორისტი, ამიკო ჩოხარაძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში „კომედი ჯგუფიდან“ წასულ იუმორისტებზე საუბრობს:
„თუ გადასვლა-გადმოსვლები გუნდს განვითარებას ჰპირდება, ყოველთვის მომხრე ვარ, მაგრამ როდესაც ცოტათი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ან შეიძლება არც ჰქონდეს, მაგრამ ხალხმა ასე მიიღოს, მიმაჩნია, რომ მსგავსს სიტუაციებს მაქსიმალურად უნდა ავარიდო თავი, რადგან შემდეგ, პოლიტიკური განწყობის მქონე ადამიანები შენ მიმართ დამოკიდებულებას იცვლიან, ზოგს აღარ უყვარხარ. მერე შენი გადაცემების ყურებაში „მოიკოჭლებენ“... შევეცადე, მაქსიმალურად ნეიტრალურ სიტუაციაში დავრჩენილიყავი. ამ ეტაპზე, დაბალანსებულ იუმორისტულ გადაცემას „რუსთავი 2“-ზე გავაკეთებ.“ -ამბობს იუმორისტი.