logo_geo
ნოდიკო ტატიშვილი: საკუთარ თავში ვბლოკავ იმის აღქმას, რომ ყველა მიყურებს
- +

4 აგვისტო. 2021. 16:14

 

 

„ყურადღების ცენტრში ყოფნას ძალიან მივეჩვიე და რამდენიმე წელია, გარეთ რომ გავდივარ, საკუთარ თავში ვბლოკავ იმის აღქმას, რომ ველა მიყურებს.“ -ამის შესახებ მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ყურადღების ცენტრში ყოფნას ძალიან მივეჩვიე და რამდენიმე წელია, გარეთ რომ გავდივარ, საკუთარ თავში ვბლოკავ იმის აღქმას, რომ ველა მიყურებს. თითქოს მე მე არ ვარ და რაღაც მომენტებში ვბრუნდები ხოლმე რეალობაში. ვერ ვიტყვი, რომ მაკომპლექსებს, რაც ვარ, ეს ვარ, არსად ვთამაშობ. არც განსაკუთრებულად ვემზადები, არც გამორჩეულად ვიცვამ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. უბრალოდ, ჩემი პროფესიაა ისეთი, რომელსაც ცნობადობა მოყვება და ეს ძალიან მახარებს, რადგან დიდი სიყვარული ახლავს თან. ზოგჯერ მართლა არ მინდოდა ვინმეს ვეცნე ან საერთოდ ყურადღების ცენტრში აღმოვჩენილიყავი, ცუდ ხასიათზე ვინ არ ყოფილა, მაგრამ ამ დროს რომ ვინმე მოვა და ჩაგეხუტება, აბსოლუტურად ყველაფერი გავიწყდება და  ბედნიერი ხარ. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ პოპულარობამ დაღალა.“ - ამბობს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი