logo_geo
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია მუდმივად ცდილობს, რომ იყოს მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი
- +

27 სექტემბერი. 2021. 18:45

 

„ეკლესია მუდმივად ცდილობს, რომ იყოს მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი და ძალიან დასანანია ნებისმიერი მცდელობა მისი პოლიტიკაში ჩართვის და როდესაც თეოლოგი ზრუნავს ამაზე, რომ პოლიტიკური პროცესის პარალელურად მოხდეს ძალადობრივი ჩანაცვლება სინოდისა - სრულიად უპრეცედენტო ამბავია“, - აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ქრონიკაში“, სავარაუდო უკანონო მოსმენების თემაზე თეოლოგ, გოჩა ბარნოვზე საუბრისას.

 

„გუშინდელი „იმედის კვირის“ ექსკლუზივი, ნიშანდობლივი იმით იყო, რომ თავად გოჩა ბარნოვი მთელი კვირის განმავლობაში ამტკიცებდა რომ, არ შეიძლება ეჭვის შეპარვა იმ მასალაში, რაც არის. ის ამბობდა, რომ „რა ინფორმაციაც აქვს იმას ემთხვევა ეს“ და მეორეს მხრივ ჩვენ თუ ვნახავთ იმას, რაც მას ეხება ამ ფაილებში, ერთი-ერთში ემთხვევა მის პოსტებს და საჯარო განცხადებებს და ამასთან ერთად, როცა თვითონ ამტკიცებს, რომ „არ ეპარება ეჭვი“ - განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ეს ადგილები“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

მისი თქმით, პათოსი ძალიან ემთხვევა მის (გოჩა ბარნოვი) საჯარო განცხადებებს გარდა იმ ნაწილისა, რომელიც რეფორმის გზებზე საუბრობს.

 

„ეს ადამიანი თურმე ცდილობს, რომ ეს თავისი პროექტი წარუდგინოს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათი გამარჯვების შემთხვევაში ითხოვს, რომ სწორედ ამ პროექტის განხორციელება მოხდეს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ პათოსი, რომელიც მას (გოჩა ბარნოვს) ახასიათებს ეკლესიის მიმართ ჯერ კიდევ შენიშნეს ორი წლის წინ, როდესაც მისი განცხადებები, სადაც ეკლესიის განხეთქილების შესაძლებლობებზე იყო საუბარი გახდა საფუძველი მისი აკადემიიდან გაშვებისა.

 

სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში მოხსენიებულია თეოლოგი გოჩა ბარნოვი, რომელიც აცხადებს, რომ უღირსი მღვდელმთავრებისგან ეკლესიის გაწმენდა შესაძლებელი იქნებოდა აშშ-ის დახმარებითა და ხელისუფლების ცვლილებით. ბარნოვის გეგმის მიხედვით, უნდა მომხდარიყო საპატრიარქოს შტურმით აღება და მღვდელმთავრების დაპატიმრება, ხოლო ახალი მღვდელმთავრების კურთხევას შეასრულებდა მსოფლიო საპატრიარქოდან მოწვეული 3 ეპისკოპოსი. მისივე განცხადებით, ეკლესიის სამართავად საკმარისი იქნება 12 მღვდელმთავარი და დიდი ქალაქებისთვის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) დამხმარე ეპისკოპოსები.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი