logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ყველა კოვიდგადატანილში იმუნიტეტი არ რჩება
- +

30 სექტემბერი. 2021. 18:13

 

 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანებისთვისაც აცრა ისეთივე აუცილებელია, როგორც იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვირუსი ჯერ არ შეხვედრია.

 

მისივე თქმით, ტყუილია, რომ კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი რჩება, ყველასთან არ რჩება.

 

„ვისაც კოვიდიგადატანილი არ აქვს, აუცილებლად უნდა აიცრას და ასევე მათაც, ვინც გადაიტანა. ტყუილია ის, რომ კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი რჩება, ყველასთან არ რჩება.

 

ანტისხეულებით იმუნიტეტის შეფასება არის სანახევროდ შეფასება. კოვიდგადატანილებს კი ზოგს მაღალი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ ყველას არ აქვს. უმეტესობაში იმუნიტეტი ქვემოთ ჩამოდის“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი