logo_geo
ხატია სიჭინავა: ჟურნალისტიკა ერთადერთი საქმეა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს
- +

23 ნოემბერი. 2021. 16:23

 

 

 

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ისევ ჟურნალისტიკას უბრუნდება და სოციალური ქსელის მეშვეობით საავტორო გადაცემას იწყებს. „მომიყევი შენზე“ უბრალო ადამიანებს გაგაცნობთ, რომელთა გამოცდილებაც რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. როგორ გაჩნდა გადაცემის იდეა და რა სიახლეებია ტელეწამყვანის ცხოვრებაში, უფრო დაწვრილებით თავად გიამბობთ.

 

„ჟურნალისტიკა არასოდეს გასულა ჩემი დღის წესრიგიდან, უფრო მეტიც, ეს ერთადერთი საქმეა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ტელევიზიებში იმდენად ერთი და იგივე სახეები და ისტორიებია, გადავწყვიტე, „ინსტაგრამზე“ გავაკეთო გადაცემა – პირდაპირ ეთერში ჩემს გამომწერებს ჩავრთავ. ყველას აქვს ცხოვრებაში ისეთი ისტორია, რომელიც სხვას გამოადგება და რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში დაეხმარება. ამით მინდა, ადამიანებს იმედი მივცე და დავანახვო, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ამიტომ გადაცემას დავარქვი „მომიყევი შენზე“, სადაც კვირაში ერთხელ, უბრალო ადამიანები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ საზოგადოებას“, - ამბობს ჟურნალისტი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი