logo_geo
ანანო მარჩილაშვილი: ეს ჩემთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა
- +

23 ნოემბერი. 2021. 17:21

 

 

ანანო მარჩილაშვილი ბერძნული „ვოისის“ ქართველი კონკურსანტია, რომელმაც ჟიურის ოთხივე წევრის მოხიბვლაც შეძლო და მაყურებლის დიდი ნაწილის გულშემატკივრობაც დაიმსახურა. პროექტში მოულოდნელად მის დასახმარებლად საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძეც გამოჩნდა, ამის შესახებ ანანო მარჩილაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ბერძნული კარგად არ ვიცი და შესარჩევ კონკურსზე, „გუგლ თრანსლეითის“ დახმარებით, როგორღაც დავრეგისტრირდი, ისე, რომ არავისთვის მითქვამს. მოლოდინიც არ მქონია, რომ აქამდე მოვიდოდი, რადგან ოთხი წელია, აქ ვარ და ჯერ არსად მიმღერია. ვიფიქრე, ვნახავ, როგორი სიტუაციაა და სამომავლოდ გავითვალისწინებ-მეთქი. ისე მოხდა, რომ შიდა ტურები გავიარე და აქამდეც მოვედი. ეს ჩემთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა“, - ამბობს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი