logo_geo
ირინა ტორონჯაძე: ვერ წარმომიდგენია, ადამიანი გიყვარდეს და ამბობდე, ვენდობი და საერთოდ არაფერზე არ მაქვს რეაქციაო
- +

7 დეკემბერი. 2021. 15:58

 

„ეჭვიანობის პატარ-პატარა გამოვლინებები არის, მაგრამ ეს ეჭვიანობაზე მეტად ყურადღებაა, რომელიც სასიამოვნოა. ეს ჩვენი ტემპერამენტის ნაწილია და მგონია, რომ სულ იქნება“, - ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ფემინისტად წოდებული, უფლებადამცველი ირინა ტორონჯაძე აცხადებს.

 

„ჩვენ არ ვართ ეჭვიანები, უბრალოდ, ხანდახან ვეჭვიანობთ ხოლმე, პრევენციისთვის. დასაწყისში თუ რამე იყო, ახლა ნამდვილად ჩაწყნარებულია, ჩასაწყნარებელიც არაფერი გვჭირდა, მაგრამ გამოხატვის ფორმებზე მაქვს საუბარი. ახლა ორივე საქმეზე ვართ გადართულები. მინდა, ლოგიკური გაგრძელება ვუპოვო ჩემს ტელეწამყვანობას და ლევანი ამაში ძალიან აქტიურად მეხმარება. ამ მომენტისთვის ეს არის ჩემი ნომერ პირველი ამოცანა. ეჭვიანობის პატარ-პატარა გამოვლინებები არის, მაგრამ ეს ეჭვიანობაზე მეტად ყურადღებაა, რომელიც სასიამოვნოა. ეს ჩვენი ტემპერამენტის ნაწილია და მგონია, რომ სულ იქნება. ამბობენ ხოლმე, არ ვეჭვიანობ, რადგან ჩვენი ურთიერთობა ნდობაზეა დაფუძნებულიო, ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები. შეიძლება, ადამიანს ძალიან ენდობოდე, მაგრამ მარტო ეს არ არის. ეს არის შენი თავიდან, შენი რწმენა-წარმოდგენებისა და ტემპერამენტიდან გამომდინარე. ადამიანს ენდობი, მაგრამ მესაკუთრე ხასიათი გაქვს, ეს არის სინამდვილეში ეჭვიანობა. ვერ წარმომიდგენია, ადამიანი გიყვარდეს და ამბობდე, ვენდობი და საერთოდ არაფერზე არ მაქვს რეაქციაო“, - აღნიშნავს ირინა ტორონჯაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი