logo_geo
თამარ ხურცილავა: ახლა ისევ ქირით ვცხოვრობ და სულმოუთქმელად ველოდები, როდის მექნება საკუთარი ბინა
- +

8 დეკემბერი. 2021. 19:09

 

 

„სუხიშვილების“ სოლისტი თამარ ხურცილავა ჟურნალ „თბილისელებთან“ ბინასთან დაკავშირებულ ახდენილ ოცნებაზე საუბრობს.

 

„ბინა საჩუქრად რომ მივიღე, ჩემთვის ძალიან მაგარი ამბავი იყო, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ იმ კომპანიის უფროსებმა „გადაგვაგდეს“. თუმცა მანამდე „სუხიშვილების“ სახელით რეკლამა გაიკეთეს. ახლა სხვა კომპანიამ აიღო საკუთარ თავზე ამ პროექტის გაგრძელება და მთელი ამბით ველოდებით. სავარაუდოდ, 2023 წელს დასრულდება და ჩაგვბარდება. ახლა ისევ ქირით ვცხოვრობ და სულმოუთქმელად ველოდები, როდის მექნება საკუთარი ბინა. არადა, ეს ამბავი რომ გავიგე, ბედნიერებისგან მთელი ღამე არ მეძინა, თვალებდაჭყეტილი ვიყავი. იმედია, ჩემი ოცნება მალე ასრულდება“, - აღნიშნავს თამარ ხურცილავა.  

 

 

big_banner
არქივი