logo_geo
თამრი ხურცილავა: ცეკვაზე სიარული პირველივე დღიდან მაბედნიერებდა
- +

14 დეკემბერი. 2021. 20:49

 

 

„სუხიშვილების“ მოცეკვავე და მსახიობი თამრი ხურცილავა მაყურებელმა ბევრი წლის წინ ერთ-ერთი ქართული სერიალიდან გაიცნო. თუმცა, მანამდე იყო მოცეკვავის წარმატებული კარიერა, რომელიც დღემდე გრძელდება, ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემი ბავშვობა რთულ 90-იან წლებს დაემთხვა. ცოტა თავისებური ვიყავი, დედაზე ძალიან მიჯაჭვული. მის გარეშე არსად მივდიოდი. ჩემს ძმასა და დეიდაშვილ-ბიძაშვილებთან ვმეგობრობდი. სხვებთან მაინცდამაინც არა. კლასში ერთი მეგობარი მყავდა. ცოტა განსხვავებულ ადამიანებს ვეძებდი, ყველასთან ვერ ვმეგობრობდი. ვმეცადინეობდი და დავდიოდი ცეკვასა და ფორტეპიანოზე. ცეკვაზე სიარული პირველივე დღიდან მაბედნიერებდა. მეცადინეობა რომ მეზარებოდა, დედა მეუბნებოდა ხოლმე, თუ არ იმეცადინებ, ცეკვაზე არ წაგიყვანო. ოღონდ ცეკვაზე წავეყვანე და ყველაფერს გავაკეთებდი. ბავშვობა იმერეთში, სამტრედიაში გავატარე და იქიდან წამოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, ცამეტი წლიდან დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება.“ - ამბობს თამრი ხუციშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი