logo_geo
გიორგი ცაგარეიშვილი: სააკაშვილსა და მის მიმდევრებს შორის ლოგიკური ჯაჭვი გაწყვეტილია, ხშირ შემთხვევაში ისმის მოწოდებები მისი მხრიდან, რომლებიც არ სრულდება
- +

31 მარტი. 2022. 00:05

 

 

მე მაინც ვფიქრობ და ხილულად ჩანს, რომ სააკაშვილსა და მის მიმდევრებს შორის ლოგიკური ჯაჭვი გაწყვეტილია. ხშირ შემთხვევაში ისმის მოწოდებები მისი მხრიდან, რომლებიც უბრალოდ არ სრულდება, - ამის შესახებ „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ საკმაოდ დიდი დაძაბულობა და გაურკვევლობაა.

„სააკაშვილს უნდა გარეთ ყოფნა, უნდა ჩაერთოს უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში აქ, უკრაინაში, თუ სხვაგან. ეს მისი ცხოვრების წესია. როგორც ჩანს, სხვანაირად არ წარმოუდგენია მისი არსებობა. მგონი, უკვე მეხუთე თვეა ეს ადამიანი სასჯელს იხდის და მას მოუწევს იქ წლების გატარება, რადგან მან უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი