logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით არამარტო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, არამედ ვუფრთხილდებით უკრაინის ხელისუფლებასაც მიუხედავად იმისა, რომ ეს მოფრთხილება წლების განმავლობაში არის ცალმხრივი
- +

1 აპრილი. 2022. 00:09

 

 

„ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით არამარტო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვითარების გაუმჯობესებაში, არამედ ვუფრთხილდებით უკრაინის ხელისუფლებასაც მიუხედავად იმისა, რომ ეს მოფრთხილება წლების განმავლობაში არის ცალმხრივი. ჩვენ გვესმის, რომ ქვეყანა და ხალხი არის ომის მდგომარეობაში და სხვა რამის უფლება ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს,“ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლებასთან სხვადასხვა არხების მეშვეობით იყო ურთიერთობა, თუმცა, ეს ურთიერთობა წლების განმავლობაში იყო ცალმხრივი.

 

,,სხვადასხვა არხით, წლების განმავლობაში იყო კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან. როდესაც იყო მსგავსი ტიპის პრობლემები, არანაკლებ სერიოზულია პრობლემა, როდესაც შენთან რეალურ კრიმინალად გამოცხადებულ სააკაშვილს ნიშნავს მეორე სახელმწიფოში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად, ეს ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ელჩის გაწვევა ან გათავისუფლება. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია იყო მუდმივ რეჟიმში მთელი წლების განმავლობაში. ახლაც არის კომუნიკაცია თუმცა, სამწუხაროდ ცალმხრივია ჩვენი ნაბიჯები, რომელიც გადადგმულია ვითარების გაუმჯობესებისკენ. სამწუხარო რეალობა ეს არის’’- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი