logo_geo
ანსამბლი „ერისიონი“ ევროპული და აზიური ტურნესთვის ემზადება
- +

9 ივნისი. 2023. 10:55

 

 

ანსამბლი „ერისიონი“ მასშტაბური ტურნესთვის მზადებას იწყებს. როგორც მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი „რეპორტიორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, დაგეგმილია კონცერტები ჩინეთში, ინდოეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. 

 

„ჩინეთში უკვე ნამყოფები ვართ, ინდოეთში კი, 80-იანი წლების შემდეგ  პირველად მივდივართ.  აზიის კონტინენტზე ჩვენი გასტროლების ფარგლებში, ვეწვევით იორდანიასაც. რაც შეეხება ევროპული ტურნეს, 2024 წლის თებერვლის ბოლოდან იგეგმება კონცერტები შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიაში, ბალტიის ქვეყნებში, ფინეთსა და საბერძნეთში, თუმცა, ეს არ რის სრული ჩამონათვალი და ამ სიას დაემატება კიდევ რამდენიმე ქვეყანა“, - აცხადებს ჭკუასელი.  

 

იხილეთ ინტერვიუ სრულად: 

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=209465

 

 

 

 

big_banner
არქივი