logo_geo
ბაჩო ოდიშარია: სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული ფილმი რიგითი ქართველი მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი არაა
- +

26 ივნისი. 2023. 20:10

 

 

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის ახალდანიშნული მოადგილე ბაჩო ოდიშარია „რეპორტიორთან“ თანამედროვე ქართული კინოს შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ქართული ფილმი, რომელიც კინოცენტრის მიერ ფინანსდება, ხელმისაწვდომი არაა რიგითი ქართველი მაყურებლისთვის, ამაში კი, იკვეთება როგორც კინოცენტრის, ისე საპროდიუსერო ჯგუფისა თუ თავად რეჟისორის ბრალეულობა. მისი თქმით, ქართული ფილმის შემქმნელებისთვის მნიშვნელოვანი გახდა არა ქართველი მაყურებლის აზრი, არამედ, მათთვის მთავარი ამოცანა გახდა, ფილმმა მოიაროს რაც შეიძლება მეტი ფესტივალი.

 

„თქვენ რომ ახლა ხალხში გახვიდეთ და ჰკითხოთ, ბოლოს რომელი ახალი ქართული ფილმი ნახეს, აღმოაჩენთ, რომ ქართველი მაყურებელი ინფორმაციულ ვაკუუმშია. ქართული ფილმი, რომელიც ფინანსდება კინოცენტრის მიერ, ხელმისაწვდომი არაა რიგითი ქართველი მაყურებლისთვის. ამაში იკვეთება როგორც კინოცენტრის, ისე საპროდიუსერო ჯგუფისა თუ თავად რეჟისორის ბრალეულობა. სამწუხაროდ, ქართული ფილმის შემქმნელებისთვის, მნიშვნელოვანი გახდა არა ქართველი მაყურებლის აზრი, ანუ იმ ადამიანების აზრი, ვის პრობლემებზეც გადაიღეს ფილმი და ვინც აქციეს პერსონაჟებად, არამედ, მათთვის მთავარი ამოცანა გახდა, ფილმმა მოიაროს რაც შეიძლება მეტი ფესტივალი. საერთაშორისო ფესტივალებზე ფილმი რასაკვირველია უნდა წავიდეს, მაგრამ ის ქართველმა მაყურებელმაც უნდა ნახოს. ამ პრობლემაზე, კინოცენტრსაც და სექტორის წარმომადგენლებსაც, ბევრი ექნებათ სამუშაო. პირველი, რასაც შევეცდები ისაა, რომ გაჩნდეს უფრო მეტი სივრცე, სადაც მოეწყობა ქართული კინოს ჩვენებები, იქნება ეს მუნიციპალური კინოთეატრის შექმნა თუ, ქართულ კინოთეატრებთან, ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობა, რომ მათთან მუდმივად გადიოდეს ახალი ქართული ფილმი. ან შეიძლება, საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობა, რომ მათ ჰქონდეთ აღნიშნული ფილმების გაშვების შესაძლებლობა თუ ვალდებულება... ერთი რამ ცხადია, ინსტიტუცია, რომელიც 20 წელზე მეტი ხანია არსებობს, საჭიროებს სრულ რეორგანიზაციასა და რეფორმირებას, და ეს საქმე, აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - აცხადებს ოდიშარია „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=210480

 

 

big_banner
არქივი