logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: მადლობა პოლიციას, რომ აქციაზე არავინ დაშავებულა
- +

10 ივლისი. 2023. 12:44

 

 

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ჩაშლილ „თბილისი პრაიდს“ ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიციას მადლობა ეკუთვნის, რადგან მაღალ დონეზე უზრუნველყო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება. მისივე თქვით, ლგბტქ თემის წარმომადგენლებს საქართველოში რეალურად არავინ ერჩის და საზოგადოებაში მშვიდად ცხოვრობენ.

 

„ისინი უპრობლემოდ მოძრაობენ ქუჩებში, მუშაობენ, სწავლობენ, ყველამ იცის სად დადიან, სად იკრიბებიან, მაგრამ მათ არავინ ერჩის, ერთ-ორ ინდივიდუალურ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით... უბრალოდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მათი ცხოვრების წესის აფიშირება კატეგორიულად მიუღებელია. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მოღვაწე ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელმა, ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, მათთვის, მღვდელთმსახურთათვის და მრევლისთვის მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა. „პრაიდის“ ორგანიზატორებმა არც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა განცხადებები გაითვალისწინეს, არც საზოგადოების უდიდესი ნაწილის განწყობა და კიდევ ერთხელ ჯიუტად სცადეს გაუკუღმართებული ცხოვრების წესის ხალხისთვის თავს მოხვევა. რაც შეეხება რამდენად მაღალ დონეზე იქნა დაცული მათი უსაფრთხოება, მადლობა ჩვენს პოლიციას, რომ ყველაფერმა ჩაიარა ინციდენტის გარეშე და არავინ დაშავებულა. ფაქტია, რომ ამ ბნელი ძალების უკან გარკვეული პოლიტიკური პარტიები დგანან და მათ გამოყენებას, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ“, - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=211244

 

 

big_banner
არქივი