logo_geo
ლევან ნიკოლეიშვილი: პრეზიდენტს ვურჩევ, უბრალოდ გაჩუმდეს!
- +

10 ივლისი. 2023. 14:45

 

 

ჩვენ არაერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ვიხილეთ, რომლებიც გააფთრებულები იცავდნენ პრაიდის ჩატარების იდეას. თუმცა, ჩემთვის ყველაზე სამარცხვინო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაა“, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „თბილისი პრაიდის“ ჩაშლასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი. როგორც ის „რეპორტიორთან“ საუბარში აცხადებს, ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის უფლებებზე საუბრობს და უგულებელყოფს მეორე მხარის პოზიციას, ასეთი პირველი პირი, ხალხის თვალში, ლეგიტიმაციას კარგავს.

 

„თუკი სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია იმდენი გონება და დიპლომატია, რომ არ დარჩეს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის პირველ პირად, მაშინ, მე მას ვურჩევ, უბრალოდ გაჩუმდეს. სალომე ზურაბიშვილს გადადგომისკენ არაერთხელ მოვუწოდე... თუ პრეზიდენტი ამ ფორმით გამოხატავს მხარდაჭერას ლგბტქ ჯგუფის მიმართ, არ იქნებოდა ურიგო იდეა, თავადაც ასულიყო შეკრების ადგილას, ჩაეცვა ცისარტყელას ფერებში გაწყობილი კაბა და ეთქვა - „დღეს მეც გეი ვარ!“ საქართველოს წინააღმდეგ გამიზნული პოლიტიკა ხორციელდება და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას. მაშინ, როცა, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სურთ, სექსუალური უმცირესობების უფლებების თემა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, ძალიან რთული ხდება დაპირისპირების პრევენცია... ფაქტია, რომ ამჯერად მათი გეგმა ვერ განხორციელდა, რადგან ფიზიკურად არავინ დაშავებულა“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=211244

 

 

big_banner
არქივი