logo_geo
ლაშა ხოზაშვილი: ხელოვნება შეზღუდვებით, ხელოვნება აღარაა...
- +

16 ივლისი. 2023. 11:40

 

 

ბოსტონის თეატრის სოლისტი ლაშა ხოზაშვილი „რეპორტიორთან“ ინტერვიუში შეზღუდვებზე საუბრობს და ამბობს, რომ რამდენიმე მგრძნობიარე მაყურებლის გამო, აშშ-ში უკვე უამრავი სპექტაკლი იკვეცება ან საერთოდ აღარ იდგმება, რაც ხელოვნებას აზარალებს და თავისუფლებას უზღუდავს. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ რჩება მისი საოცნებო როლის „სპარტაკის“ შესრულება, აუხდენელ ოცნებად.

 

„რაც შეეხება ჩემს საოცნებო როლს, ეს არის ბალეტი „სპარტაკი“, იური გრიგოროვიჩის დადგმით. ამ პარტიის  შესრულება ჯერ კიდევ ოცნებად მრჩება, რადგან აშშ-ში უკვე უამრავ შეზღუდვას ვაწყდებით. შეზღუდვაში მოექცა „სპარტაკიც“... სამწუხაროდ, ისეთი დრო დადგა, რომ მაყურებლის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ამერიკაში ერიდებიან ისეთი სპექტაკლების დადგმას, რომელიც მგრძნობიარე თემებს ეხება. დამიჯერეთ, მსახიობებისთვისაც გამაღიზიანებელი გახდა საკითხისადმი ასეთი მიდგომა... ერთი ან ორი მაყურებელიც კი თუ დაწერს კრიტიკულ შეფასებას, რომ თავი რასისტული ან სხვა ნიშნით შეურაცხყოფილად იგრძნეს, მათ გამო აიკრძალება მთელი სპექტაკლი. ხიბლს კარგავს ხელოვნება, კულტურა... ხელოვანს უნდა მისცე შესაძლებლობა, იყოს თავისუფალი, რათა მაყურებელს აჩვენოს სპექტაკლი იმ სახით, რა სახითაც ის შეიქმნა. ვფიქრობ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააკეთო დადგმა, არ უნდა შეკვეცო და არ უნდა მოარგო თანამედროვე რეალობას, რადგან ასე, უბრალოდ, სულს ამოაცლი მას და მისგან აღარაფერს დატოვებ. ყველაფერს რაც ახლა ხდება, ხელოვნებასთან კავშირი აღარ აქვს... ხელოვნება შეზღუდვებით, ხელოვნება აღარაა...“ - აცხადებს ლაშა ხოზაშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=211522

 

 

big_banner
არქივი