logo_geo
ბექა დავითულიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი მარგველაშვილი თავის რიგებში ძალიან დაბალანაზღურებად სპიკერად დაიმატა!
- +

30 ივლისი. 2023. 15:22

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი ვაშაძის გაერთიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ხაბეიშვილის პარტია, გიორგი ვაშაძის დამატებით, არც არაფერს იკლებს და არც არაფერს იმატებს.

 

„ფერი ფერს და მადლი ღმერთს“ არიან! ძალიან უხდებიან ხაბეიშვილი და ვაშაძე ერთმანეთს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ვაშაძის დამატებით არჩევნებში ვერანაირ ხმებს ვერ დაიმატებს, უბრალოდ ჰგონიათ, რომ ვაშაძე ხაბეიშვილზე უკეთ წარმოსაჩენი ფიგურაა, თუნდაც უცხოელი პარტნიორების თვალში. „ნაციონალური მოძრაობა“ ის ძალაა, რომელიც გამუდმებით ერთი და იმავე სცენარით მოქმედებს და გამუდმებით ცდილობს პროცესების ქუჩაში გადატანას. ისინი 2003 წლის სცენარის ტყვეობაში არიან და ამ სცენარის ტყვეობაში დარჩებიან მუდამ! მინდა მათ შევახსენო, რომ 2003 წელს არ ჰქონდა ამ ქვეყნას ნანახი, რეალურად რა მოაქვს მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარებას და ვინ იყო ის ხალხი, რომლებიც წარმართავდა ამ სცენარს, ახლა კი, ჩვენს საზოგადოებას ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა, სწორედ ამიტომ რადიკალები ისევ იმედგაცრუებულები დარჩებიან“, - ამბობს „რეპორტიორთან“ საუბარში დავითულიანი.

 

გარდა ამისა, მისივე თქმით, ფარას დოკუმენტმა ცხადყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაშაძის გარდა, თავის რიგებში საქართვლოს ყოფილი პრეზიდენტიც დაიმატა, თანაც დაბალანაზღაურებად სპიკერად:

 

„ჩემდა სამწუხაროდ, „ფარას“ დოკუმენტმა ცხადყო, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გიორგი მარგველაშვილი უკვე დამატებული ჰყავს, თანაც ძალიან დაბალანაზღურებად სპიკერად! სიმართლე გითხრათ, ეს ფაქტორი მე საშინელ უხერხულობას მიქმნის და ამას, ნიშნის მოგებით სულაც არ ვამბობ. რა გითხრათ აბა, ვინც არ უნდა დაიმატოს „ნაცმოძრაობამ“, თუკი არ მოხდება არსებითი სიახლე, ელექტორალური თვალსაზრისით მათ არაფერი შეეცვლებათ. არსებითი სიახლის უნარი, ძალა და მიმღებლობა კი, ამ პარტიას არ გააჩნია. ისეთი ადამიანი კი, ვისაც რაიმე სახის არსებითი ცვლილებების შეტანა შეუძლია, ამდენად მძიმე წარსულის პარტიაში უბრალოდ, არ წავა“, - ამბობს დეპუტატი.

 

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=212215

 

 

 

big_banner
არქივი